
ქუთაისში, „კოტონის“ მაღაზიაში დედას 11 თვის შვილისთვის პირბადეს გაკეთება მოსთხოვეს. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ტანსაცმლის მაღაზია „კოტონში“ დაუდასტურეს.
მაღაზიის მენეჯერის განმარტებით, მომხარებელს პირბადე დაავადებათა კონტროლის ცხელ ხაზზე მიღებული რეკომენდაციის შესაბამისად მოსთხოვეს.
„ვადასტურებთ, რომ ნამდვილად მოვთხოვეთ 11 თვის ბავშვს დამცავი პირბადე.
ბავშვის მშობლებმა გვითხრეს, რომ 2 წლამდე პირბადის გაკეთება არ იყო სავალდებულო ბავშვებისთვის, თუმცა, მე მაინც გადავამოწმე 144 -ზე.
რა ვქნათ ჩვენ, ყოველ წუთს იცვლება რეკომენდაციები. ობიექტში თუ ვინმე დამცავი პირბადის გარეშე შევა 30 000 ათასი ლარით დავჯარიმდებით“, – ამბობს მენეჯერი.
მოხმარებლის ინფორმაციით, 2 წლამდე ბავშვებს პირბადე არ უნდა გაუკეთოთ.
„11 თვის ბავშვზე მეუბნებოდნენ პირბადით შემოიყვანეო, მაშინ როცა უამრავი რესურსია ინტერნეტში ქართულ და უცხოურ ენაზე, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებს პირბადე არ უნდა გავუკეთოთ“, – ამბობს თეონა სვიანაძე.
























