10:16 | 2021-10-29 ავტორი: Prime Time

ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა – ამირან გამყრელიძე

ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა – ამირან გამყრელიძე

უნდა ავიცრათ, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

დღეს ვნახე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა - ლიზა იასკო
2021-10-28დღეს ვნახე, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა - ლიზა იასკო

 

„ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს. საქართველოს მოსახლეობის 33 პროცენტი არის აცრილი, უნდა აიცრას მოზრდილი მოსახლეობის სულ მცირე 60 პროცენტი, შემდეგ უფრო მეტი, 80 პროცენტამდე, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ახალი წელი იყოს კარგი ყველასთვის.

 

მე-5 ტალღაა, დღესაც კორონავირუსის 4 000 ახალი შემთხვევაა. ბოლო ერთი კვირაა, ოდნავ კლების ტენდენცია გვაქვს, მაგრამ სერიოზული კლება ჯერ არ არის. ყოველ 24 საათში 40-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა. ამიტომ უნდა ავიცრათ ერთმანეთისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X