
მსახიობი და ბალერინა მაკა მახარაძე ქალბატონებს, თავის პრაქტიკას უზიარებს და თავის მოვლის იოლ საშუალებებს აცნობს. “რუსთავი 2”-ის დილის ეთერში მაკამ თმის მკვებავი ნიღბის რეცეპტი გაამხილა, რომელსაც კვირაში ერთხელ ან ორჯერ იკეთებს.
თმის მკვებავი ნიღაბი: 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი ზეთი, 1 სუფრის კოვზი შამპუნი და ჯინჯერის ფხვნილი (სისხლძარღვებს ააქტიურებს და კანს აცოცხლებს) ერთმანეთში აურიეთ და საღებავის მსგავსად წაისვით თმაზე. გააჩერეთ 20-30 წუთი და ჩამოიბანეთ.
მაკა მახარაძე: – ყოველ დღე ყავის ნალექით ვბანაობ. არაჩვეულებრივი სკრაბია. ყავას რომ ვადუღებ, ნალექს ყოველდღიურად ვაგროვებ ერთ ჭიქაში და მერე ის აბაზანაში შემაქვს.
დედას, მედეა ჩახავას თავის მოვლის საშუალებებსაც გაგაცნობთ. ის კარგი სახის კანით გამოირჩეოდა.
რასაც ამზადებდა, იმავე პროდუქტს წაისვამდა სახეზე. მაგალითად, მაიონეზს, არაჟანს, პომიდორს, მარწყვს… კიტრის ნათალების წასმა მისგან ვიცით და ყველას ჩვევაში გვაქვს. როცა ცხელა, ვისვამთ ნათალებს და გვსიამოვნებს.
თავს პატივი უნდა ვცეთ და მერე როცა ფორმაში ვიქნებით, ჩვენ გვცემენ პატივს სხვები. ვეცადოთ ვიყოთ კარგ განწყობაზე. კარგ განწყობას და კარგ ფორმაში ყოფნას გისურვებთ ყველას.























