01:35 | 2020-05-19 ავტორი: თამთა თორდია

ყოველ დღე ვსვამ ამ პრეპარატს! – ტრამპმა კორონავირუსის პრევენციისთვის მალარიის წამლის მიღება დაიწყო

ყოველ დღე ვსვამ ამ პრეპარატს! – ტრამპმა კორონავირუსის პრევენციისთვის მალარიის წამლის მიღება დაიწყო

BBC-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ჰიდროქსიქლოროქინის მიღება დაიწყო.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანტიმალარიულ პრეპარატს, ჰიდროქსიქლოროქინს იღებს.

 

„რამდენიმე კვირის წინ მისი მიღება დავიწყე და ყოველ დღე ვსვამ ამ პრეპარატს. არ ვიცი, მუშაობს თუ არა ეს წამალი, მაგრამ თუ არ მუშაობს, ავად არ გახდებით და არ მოკვდებით. ერთ კვირაზე მეტია ამ წამალს ვსვამ და როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

ურჩია თუ არა ამ წამლის მიღება თეთრი სახლის ექიმმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ მან ექიმს ჰკითხა.

 

„მე მას ვკითხე, თუ რას ფიქრობს და მან მიპასუხა, რომ ჩემი ნებაა მივიღებ ამ პრეპარატს თუ არა“.

 

დაგაინტერესებთ: ჰიდროქსიქლოროკინის მიმღებ პაციენტებში სიკვდილის უფრო მაღალი რისკი დაფიქსირდა – CNN

ავტორი: თამთა თორდია

X