15:00 | 2020-04-24 ავტორი: ნინი ტაველიძე

ყოველ შენარჩუნებულ სამუშო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სუბსიდიას – გახარია

ყოველ შენარჩუნებულ სამუშო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სუბსიდიას – გახარია

ყოველ შენარჩუნებულ სამუშო ადგილზე დამსაქმებელი მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

„ყველა ის სამუშაო ადგილი, კომპანია, ყველა ის ადამიანი, რომელიც შეინარჩუნებს, სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით, საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში მიიღებს სრულ სუბსიდირებას.

 

1500 ლარამდე ხელფასი კი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადებისგან.

 

ფაქტობრივად ჩვენ ამით ვეხმარებით, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე, მეწარმეს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, ხოლო ჩვენმა მოქალაქემ შემოსავალი და ხელფასი.

 

ამ ღონისძიების ბიუჯეტი გახლავთ 250 მილიონი ლარი“,- განაცხადა გახარიამ.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X