01:31 | 2021-03-04 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ყოველი მშობიარობის შემდეგ რამაზი მანქანას მჩუქნიდა – ხატია სიჭინავა

ყოველი მშობიარობის შემდეგ რამაზი მანქანას მჩუქნიდა – ხატია სიჭინავა

გადაცემაში „შორენას ეფექტი“ ვეტერანი მოჭიდავე რამაზ ნოზაძე მეუღლესთან, ხატია სიჭინავასთან ერთად იმყოფებოდა. ყოფილი ტელეწამყვანის თქმით, ყოველი მშობიარობის შემდეგ მეუღლე მას მანქანას ჩუქნიდა.

 

„1,2,3 ყველა ბავშვის გაჩენაზე ახალი ავტომობილი მაჩუქა. ბიჭზე საჩუქარი არ ყოფილა. გავაჩინე პანდემიაში. ნანატრი ბიჭი ვერც ნახა, არავინ უშვებდა. ავტომობილები არ ვიცი, მაგრამ ახლა ალბათ „მარშუტკას“ მაჩუქებს, რადგან აღარ მეტევიან ბავშვები“, -ამბობს ხატია სიჭინავა.

 

რამაზ ნოზაძის თქმით კი „ავტომობილების მუღამი დაეკარგა, ახლა სხვა რამე უნდა აჩუქოს“.

 

ნახეთ ვიდეო ↓ 

 

ვიდეო: რუსთავი 2
ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X