18:21 | 2021-06-12 ავტორი: Prime Time

`ყოველი საათი შეიძლება ბოლო იყოს“ – რომან პროტასევიჩის​ დედა ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს 

`ყოველი საათი შეიძლება ბოლო იყოს“ – რომან პროტასევიჩის​ დედა ანგელა მერკელს დახმარებას სთხოვს 

ბელარუსში დაკავებული ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის​ დედა, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს მიმართავს და შვილის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

 

„ქალბატონო მერკელ, გთხოვთ, დაგვეხმაროთ ციხეებიდან უდანაშაულო ადამიანების დახსნაში. მათ სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ, ვინაიდან ყოველდღე აწამებენ და ძალადობენ მათზე. გთხოვთ, შეაჩერეთ ლუკაშენკო. ყოველი საათი ამ უდანაშაულო ადამიანებისთვის შეიძლება ბოლო იყოს”, – განუცხადა ნატალია პროტასევიჩმა გაზეთ Bild- ს.

 

მან ბელორუსის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეჩერებისკენ მოუწოდა.

 

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი რომელიც ათენიდან ვილნიუსისკენ მიფრინავდა ბომბის საფრთხის გამო მინსკში ექსტრემალურად დაჯდა, თუმცა ბომბის არსებობა არ დადასტურდა.  თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა ოპოზიციური ტელეგრამარხის NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი, რომელიც ბელარუსის ხელისუფლებას ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი.

 

პროტასევიჩი და მისი მეგობარი გოგო რუსი სოფა საპეგა დააკავეს. მეორე დღეს ბელორუსის სახელმწიფო არხებმა გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც პროტასევიჩი ამბობს, რომ აღიარებითი ჩვენება მისცა. მის სახეზე სისხლჩაქცევები ჩანდა.

 

ამ ინციდენტის შემდეგ ევროკავშირმა ევროპულ ავიაკომპანიებს ურჩია თავი შეიკავონ ბელორუსის ტერიტორიაზე ფრენისგან. შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თითქმის 10-მდე საჰაერო გადამზიდავმა. ბელორუსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა უკრაინამ, ლიეტუვამ, შვედეთმა. მომხდარი შემთხვევა საერთაშორისო სკანდალად შეფასდა, ინციდენტს “სახელმწიფო მეკობრეობა” უწოდეს.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X