
მოდელი და ტელეწამყვანი ლიკა ქორქია აქტიური სტატუსებით არ გამოირჩევა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ არსებულ ვითარებას, პირად გვერდზე რამდენჯერმე გამოეხმაურა.
ლიკა ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ემორჩილება და ექიმების რეკომნდაციას ითვალისწინებს.
უნდა წავიდეს თუ არა მრევლი სააღდგომო ლიტურგიაზე, ამასთან დაკავშირებით, ლიკამ „პრაიმტაიმთან“ თავისი მოსაზრება დააფიქისრა.
– არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია დავექვემდებაროთ შეზღუდვებს, იმისათვის რომ დავიცვათ როგორც საკუთარი ასევე სხვისი სიცოცხლე.
ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ყოველი უმიზნოდ მოსეირნე ადამიანი, დღეს არის პოტენციური მკვლელი.
ყოველი ადამიანისთვის რომელიც ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით, ვიცი თუ როგორი მნიშვნელოვანია აღდგომის ღამეს ტაძარში ყოფნა, მაგრამ ისიც ხომ გაგვიგია – “არ გამოცადო უფალი ღმერთი შენი”.
ხომ ვიცით რომ სადაც არ უნდა ვილოცოთ გულით, ღმერთი ყოველთვის შეგვეწევა, ისიც ხომ ვიცით რომ ღმერთი სიყვარულია – ხოდა შევიყვაროთ ადამიანები, რომლებიც უფალმა შექმნა ხატად თვისათ.
შევიყვაროთ ერთმანეთი და ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვილოცოთ ერთმანეთისთვის და გავიაზროთ რომ დღეს ჩვენ ვართ ერთ დიდ ჯაჭვში და გადავრჩებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ჯაჭვი არ გაწყდება.
შეგახსენებთ, სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრებას საზოგადოებაში დიდი განხილვა მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დაუშვებელია, რადგან, შესაძლოა ეპიდემიამ სწორედ ეკლესიიდან „იფეთქოს“.
15 აპრილს, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მოუწოდებს დაიცვან დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი.
პაატა იმნაძემ მოქალაქეები გააფრთხილა: ნუ წახვალთ ეკლესიაში… ვეღარ დავითვლით კუბოებს!
ლიტურგიაზე დასწრებას აპროტესტებენ ცნობილები, მომღერლები, მსახიობები, ლიტერატორები და პოლიტიკოსები.
მთელმა მსოფლიომ დაკეტა ეკლესია, როგორ შეიძლება მიხვიდე და ხატები კოცნო – ამბობს ნანი ბრეგვაძე.
მღვდლიან-დიაკვნიანად ყველას გაუსინჯონ ტემპერატურა ტაძარში – ამბობს თემურ წიკლაური.
დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ამბობს, რომ სახლში დარჩენით უნდა გადავარჩინიოთ ეკლესია, რადგან თუ ვინმე დაინფიცირდა, ეკლესია დიდ დარტყმას მიიღებს.
იგივე აზრს იზიარებს ნინი ზარქუა. მისი თქმით, ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. არცერთი მამაო არ მოუწოდებს მრევლს გინდა თუ არა მოდით ეკლესიაშიო.






















