
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ წევრმა ნანა კაკაბაძემ ორგანიზაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რეჟიმი, რომელმაც 7 ნოემბერს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა.
„14 წელი გავიდა იმ 7 ნოემბრის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა და მისმა ავტორიტარულმა რეჟიმმა პარლამენტის წინ დაარბია მოშიმშილეები. დაზარალებული ჯგუფების წარმომადგენლები 7 ნოემბერს, 17:00 საათზე გეგმავენ ამ დღის აღნიშვნას.
ჩვენი ორგანიზაცია უერთდება 7 ნოემბრის საპროტესტო აქციას და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ისე იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ეს საშინელი დარბევა მოაწყო, რომ ეს არასდროს აღარ უნდა განმეორდეს. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რეჟიმი, რომელმაც ეს სასტიკი დანაშაული ჩაიდინა“, – აღნიშნა კაკაბაძემ.






















