12:31 | 2020-12-01 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კოვიდ-კლინიკაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ – იყო გასროლა

კოვიდ-კლინიკაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ – იყო გასროლა

თბილისის ზღვის ჰოს­პი­ტალს გუ­შინ გვი­ან ღა­მით თავს და­ესხნენ. არსებული ინფორმაციით, კლი­ნი­კაში ორი პირი შეიჭრა და თანხა წაიღეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 3500 ლარამდე.

 

ადგილზე გასროლის შედეგად დაზიანებულია შენობის გარე ფასადი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

„ორი ადამიანი იყო მოსული. დაცვას გაეცნენ, როგორ პაციენტები, რის შემდეგაც მოხდა გასროლა. არავინ დაშავებულა, თუმცა წაიღეს 3500 ლარი“, – ამბობენ კლინიკაში.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

 

ამ დროისთვის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X