13:22 | 2021-11-25 ავტორი: Prime Time

კოვიდ-საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა და პასპორტი – გიორგი ფხაკაძე

კოვიდ-საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა და პასპორტი  – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ კოვიდგადატანილებს მუდმივი მწვანე საშვი ექნება, აკრიტიკებს.

 

„კივიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა და არ არის პასპორტი. კოვიდ საშვი უნდა იყოს დაფუძნებული მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე. კოვიდ საშვი არის დამხმარე საშუალება კოდთან ბრძოლაში.  კოვიდ საშვი, კოვიდ ვაქცინა, სამედიცინო პირბადე, სოციალური დისტანცია – ეს არ არის ადამიანთან ბრძოლის იარაღი, ეს არის კივიდთან ბრძოლის იარაღი.

 

საქართველოს პირობებში (თუ რა კოვიდ ვითარება არის ახლა, ანუ კატასტროფული) ჩემი აკადემიური (არა პოლიტიკური) მოსაზრებით, დაფუძნებული ბოლო სამეცნიერო კვლევებზე და ბოლო საერთაშორისო გამოცთილებაზე, კოვიდ საშვის სისტემა უნდა იყოს გამარტივებული და გაიცეს შემდეგი კრიტერიუმებით:

 

ვაქცინირებული 2 დოზით ფაიზერით – ვალიდურობა 6 თვე.

 

ბუსტერის (სამივე დოზა ფაიზერით უნდა იყოს) შემთხვევაში ვალიდურობა დამატებითი 6 თვე.

 

პსრ ტესტი – ვალიდურობა 72 საათი.

 

კოვიდ გადატანილი – დადასტურებიდან 11 დღიდან 60 დღემე.

 

გვეყოს ადამიანებთან ბრძოლა ვებრძოლით ვირუსს“, – წერს ფხაკაძე.

 

ცნობისთვის, საბჭოს გადაყვეტილებით: მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს 2 დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდ ინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X