
COVID-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მსოფლიო მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც.
ერთ-ერთ სამედიცინო გამოცემაში გამოჩნდა კვლევა „COVID-19 და ფსიქიკური ჯანმრთელობა“, რომელშიც კოვიდგადატანილ პაციენტებზეა საუბარი.
კვლევის მიხედვით, COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების ნახევარზე მეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის.
გამოკვლევებმა გამოავლინა ქვეჯგუფები, რომლებიც, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც ჩანს, ფსიქიკური პრობლემებისკენ უფრო მიდრეკილები არიან:
- ადამიანები, რომლებსაც ფსიქოლოგიური პრობლემები პანდემიამდე პერიოდშიც აწუხებდათ. შესაძლოა, მათი მდგომარეობა დაავადების შემდეგ უფრო გაუარესდეს.
- დაბალი სოციალური და ეკონომიკური ფენის წარმომადგენლები.
- ქალები და ახალგაზრდები.
ამასთან, ჯანდაცვის მუშაკებზე ჩატარებულმა ერთ-ერთმა ჩინურმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებულების 70%-ზე მეტს ფსიქოლოგიური პრობლემები აღენიშნება. 50% დეპრესიას უჩივის, 45% კი – შფოთვით აშლილობას. ეს შედეგები განმეორდა მრავალ შემდგომ გამოკვლევაში.






















