23:59 | 2021-06-03 ავტორი: Prime Time

კოვიდი ბავშვებში შედარებით დამძიმდა – რას ამბობენ სპეციალისტები

კოვიდი ბავშვებში შედარებით დამძიმდა – რას ამბობენ სპეციალისტები

კორონავირუსი, ახალი შტამების ცირკულაციის გამო, ახალგაზრდებში და ბავშვებში უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე აქამდე. როგორც ინფექციონისტები ამბობენ, დაავადების პირველი ფაზა მცირეწლოვნებში საკმაოდ მწვავედ ვითარდება.

 

ვის მოუწევს მესამე ვაქცინის გაკეთება - გიორგი ფხაკაძე ბაჰრეინის გადაწყვეტილებას ასაჯაროებს
2021-06-03ვის მოუწევს მესამე ვაქცინის გაკეთება - გიორგი ფხაკაძე ბაჰრეინის გადაწყვეტილებას ასაჯაროებს

 

“ბავშვებში და განსაკუთრებით, 5 წლამდე და კიდევ უფრო – წლამდე ასაკში, პირველი ფაზა დაავადებისა, აქტივაციის ფაზა მაღალი ინტოქსიკაციით და მაღალი ცხელებით მიმდინარეობს – ტემპერატურა, რესპირატორული მოვლენები და დიარეა ისეთივე სიმპტომებია, როგორც ახასიათებდა, უფრო მეტი სიხშირით და გახანგრძლივებული პერიოდით,” – ამბობს ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტი მალვინა ჯავახაძე.

 

ციციშვილის კლინიკის დირექტორი მაია ჩხაიძე კი აცხადებს, რომ მათთან ბავშვები რეანიმაციულ განყოფილებაშიც წვანან, თუმცა მათ, ძირითადად, თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვთ.

 

“სხვა ბავშვებთან, რომლებიც განყოფილებებში წვანან, განსაკუთრებული ნიშანი ის არის, რომ ამ ახალი მუტაციის დროს უფრო მაღალი ცხელებები აქვთ, რომელიც ზოგჯერ 7 დღემდე გრძელდება ხოლმე,” – განმარტავს მაია ჩხაიძე.

ავტორი: Prime Time

X