20:09 | 2020-10-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“კოვიდი რატომღაც ისევ ხითხითის თემაა…” – სოფო ხალვაში ბათუმელებზე

“კოვიდი რატომღაც ისევ ხითხითის თემაა…”  – სოფო ხალვაში ბათუმელებზე

27 ოქტომბერს ბათუმის ცენტრალური სტადიონის გახსნაზე სულხან ჯაიანთან, ოთარ ნაკაშიძესთან და კაპელასთან ერთად, საქართველოს ჰიმნი სოფო ხალვაშმა შეასრულა. სტადიონის გრანდიოზული გახსნა, როგორც სოფო ჩვენთან ამბობს, გაზაფხულზე იგეგმებოდა, მაგრამ არსებული კოვიდსიტუაციის გამო, გადაიდო.

 

სოფო ბათუმის მერის მოადგილეა და ამჟამად, ძირითადად, დისტანციურად მუშაობს.

 

სოფო ხალვაში: – რომ მირეკავენ – როგორ ხარო, ჯერჯერობით, კარგად-მეთქი, ვეუბნები. გულწრფელად რომ გითხრათ, ადრე უფრო ისტერიკულად ვაკეთებდი სადენზიფექციო “სამუშაოებს”, ვრეცხავდი შეფუთულ პროდუქტს, ვისპირტებოდი… ახლა უფრო გააზრებულად და რეგულაციების გათვალისწინებით ვმოქმედებ.

 

ვიცი, რომ ყველა მოვიხდით კოვიდს. მთავარია ყველას ერთად არ დაგვემართოს, თორემ ალბათ ყველა გადავიტანთ ამ ვირუსს.

 

საახალწლო ღონისძიებებზე საუბარი ჯერჯერობით არ არის. ახალ წელს განათებული მაინც რომ შევხვდეთ, ახლა ტენდერებია. ამისთვის მომიხდა მერიაში რამდენჯერმე მისვლა. ისე დისტანციურად ვმუშაობ.

 

ზოგი დღესაც სკეპტიკურად უუყურებს პანდემიის თემას. მეგობარი მწერდა, “მაკდონალსდში” პირბადით ვიჯექი და გოგონები დამცინოდნენო. კოვიდი რატომღაც ისევ ხითხითის თემაა. აი, სწორედ ასეთი ადამიანები, თავს ვინც არ იცავს, არიან დაინფიცირების მსხვერპლნი და გადამდებები.

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X