13:08 | 2021-08-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

კოვიდი შესაძლოა ენდემურ ინფექციად იქცეს – ჯანმოს მთავარი მეცნიერი კორონავირუსის მომავალზე

კოვიდი შესაძლოა ენდემურ ინფექციად იქცეს – ჯანმოს მთავარი მეცნიერი კორონავირუსის მომავალზე

​კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც დაუსვამს კითხვა  – „როდის დასრულდება პანდემია“. ამას ადრე მეცნიერები ვერ ამბობდნენ, თუმცა ჯანმო-ს მთავარი მეცნიერი, დოქტორი სუმია სვამინათანი ამბობს, რომ კოვიდი შესაძლოა ენდემურ ინფექციად იქცეს.

 

მეცნიერი ინდოეთის მაგალითზე საუბრობს და ამბობს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ვაქცინაციის დაფარვის მნიშვნელოვანი დონის მიღწევაა შესაძელებელი.

 

„ჩვენ შეიძლება გადავიდეთ ენდემურობის რაღაც ეტაპზე, სადაც ხდება ვირუსის დაბალი და საშუალო გადაცემა. ჩვენ ვერ ვხედავთ იმ ზრდას და მწვერვალებს, რაც რამდენიმე თვის წინ იყო”,- ამბობს მეცნიერი.

 

რას ნიშნავს ვირუსის ენდემურობა 

 

ენდემურ სტადიაზე მოსახლეობა სწავლობს ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ამ ეტაპზე, ინფექცია მუდმივად შენარჩუნებულია გეოგრაფიულ არეალში საბაზისო დონეზე, გარე გავლენის გარეშე. სიცხადისთვის, ჩუტყვავილა არის ენდემური დიდ ბრიტანეთში, ხოლო შიდსი არის ენდემური აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში.

 

როდის დაუბრუნდება ყველაფერი ნორმალურ რიტმს? 

 

ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. თუმცა, ჯანმო-ს მეცნიერმა თქვა, რომ 2022 წლის ბოლოსთვის უკვე მიიღწევა ვაქცინაციის დაფარვის მნიშვნელოვანი დონე, მაგალითად 70%. ამის შემდეგ ქვეყნები შეძლებენ დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას.

 

ასევე ნახეთ ვიდეო – მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები თბილისში

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X