16:02 | 2020-11-03 ავტორი: Prime Time

კოვიდინფექციით გარადაცვლილი 26 წლის გოგოს შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

კოვიდინფექციით გარადაცვლილი 26 წლის გოგოს შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში, კორონავირუსით გარდაცვლილი 26 წლის გოგოს ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინფიცირებული კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

 

გარდაცვლილის დედის თქმით, კლინიკებში ადგილები არ იყო და მისი შვილის გადაყვანა ამიტომ ვერ შეძლეს. პაციენტი კლინიკაში 31 ოქტომბერს შეიყვანეს და მეორე დღეს გარდაიცვალა.

 

3 მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი
2020-11-033 მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი

 

ოჯახის მტკიცებით, გარდაცვლილს სხვა დაავადება არ ჰქონია. ის დედისგან დაინფიცირდა, მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოულოდნელად დამძიმდა და ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანეს.

 

ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ამბობენ, რომ ტესტზე პასუხი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღეს, ასევე აცხადებენ, რომ ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და არც დაკრძალვის შემდეგ მომხდარა სახლის დეზინფექცია.

 

 

ავტორი: Prime Time

X