11:57 | 2021-07-10 ავტორი: Prime Time

კოვიდინფიცირების ახალი 811 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა – რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში

კოვიდინფიცირების ახალი 811 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა – რა ხდება საქართველოს სხვა რეგიონებში

საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.

 

10 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 811შემთხვევა გამოვლინდა.

 

კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:

 

თბილისში გამოვლენილია 811 შემთხვევა, აჭარა – 81, იმერეთი – 134, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 36, კახეთი – 83, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 20, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1364 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 4.06 %-ია.

 

ავტორი: Prime Time

X