10:47 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

კოვიდინფიცირებული დედა-შვილი აჭარიდან ქუთაისის ინფექციურში გადაიყვანეს

კოვიდინფიცირებული დედა-შვილი აჭარიდან ქუთაისის ინფექციურში გადაიყვანეს

ქუთაისში კატასტროფის ჯგუფმა აჭარიდან კოვიდინფიცირებული დედა-შვილი ქუთაისის ინფექციურში გადაიყვანა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, პაციენტები აჭარის კლასტერიდან არიან. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა.

 

„კატასტროფის ჯგუფმა ორი პაციენტი, დედა-შვილი აჭარიდან გადმოიყვანა. მათ კორონავირუსი რამდენიმე საათის წინ დაუდასტურდათ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ“, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ.

45 ახალი შემთხვევა - დღეს კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
2020-09-0845 ახალი შემთხვევა - დღეს კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში 17 კოვიდ დადებითი პაციენტი მკურნალობს.

 

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 45 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1729-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1321 ადამიანი. დღეს კიდევ  6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე. 

 

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 299, ხოლო გარდაცვლილია 19.

 

ავტორი: Prime Time

X