
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა 2 სექტემბერს ტელეკომპანია „ტვ პირველში“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც სავარაუდუდ, ლევან გოგიჩაიშვილისგან კორონავირუსი გადაედო. ჩარკვიანის თქმით, მას ის მიკროფონი გაუკეთეს, რომელიც გოგიჩაიშვილს ეკეთა.
თაკო ჩარკვიანი 4 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის თეონა ცხომელიძის სტუმარი იყო. ამავე დღეს, თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია „კავკასიისა“ და რადიო „პალიტრას“ ეთერშიც იმყოფებოდა.
7 სექტემბერს კი, თაკო ჩარკვიანი ტელეკომპანია „ფორმულაში“ გადაცემა სოფო ზურაბიანის კომენტარში იმყოფებოდა სტუმრად, პირდაპირი ჩართვა ნიუსრუმის ოთახიდან მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.






















