14:20 | 2021-09-10 ავტორი: Prime Time

კოვიდინფიცირებულია 10-ზე მეტი ბავშვი. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია – ვითარება ციციშვილის კლინიკაში

კოვიდინფიცირებულია 10-ზე მეტი ბავშვი. ერთის მდგომარეობა კრიტიკულია – ვითარება ციციშვილის კლინიკაში

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის, დავით რეხვიაშვილის განცხადებით, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში 10-ზე მეტი კოვიდინფიცირებული ბავშვი მკურნალობს, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

 

გარდა ამისა, დავით რეხვიაშვილის თქმით, კლინიკას გაუჩნდა რესურსი იმისათვის, რომ მიიღოს ახალი პაციენტები.

 

„კლინიკაში 100-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, აქედან 70-ზე მეტი არის პედიატრიული ასაკის, საიდანაც დაახლოებით 40% არის 1 წლამდე ასაკის ბავშვები. მხოლოდ და მხოლოდ 1 პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა მისი მდგომარეობა გუშინდელი დღის განმავლობაში უკეთესობისკენ შეიცვალა და ვცდილობთ, რომ აპარატიდან მოვხსნათ.

 

ზოგადად, რეანიმაციულ განყოფილებაში არის 23 პაციენტი და ამ 23 პაციენტის უმეტესობა საშუალო სიმძიმისაა. კლინიკას გაუჩნდა რესურსი, რომ მიიღოს ახალი პაციენტები,“- განაცხადა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X