18:05 | 2020-08-30 ავტორი: Prime Time

კოვიდინფიცირებულმა ქალმა თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა

კოვიდინფიცირებულმა ქალმა თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა

ზუგდიდის „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ცნობით, ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა.

 

ასევე, იგი 28 აგვისტოს ჩავიდა და სასტუმროში დაბინავდა. ეპიდემიოლოგებმა ამ ეტაპისთვის, მისი კონტაქტების ნაწილი უკვე დაადგინეს და თვითიზოლააციის რეკომენდაცია გასცეს.

 

„ინფიცირებული პაციენტი თბილისში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. მგზავრების ნაწილს უკვე დავუკავშირდით და ისინი გადაყვანილები არიან იზოლაციაში. ის მოქალაქეები, რომლებსაც სახლში აქვთ პირობები, თვითიზოლაციაში იქნებიან, ხოლო დანარჩენებს გადავიყვანთ იზოლაციაში. ვაგონს გარეთ დადგენილია სამი კონტაქტი და ისინი უკვე იმყოფებიან იზოლაციაში.

 

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სასტუმროში ტაქსით მივიდა (ზუგდიდი)
2020-08-30ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სასტუმროში ტაქსით მივიდა (ზუგდიდი)

 

რაც შეეხება ტაქსის მძღოლს, რომელმაც მგზავრი სასტუმრომდე მიიყვანა, ის ჯერ არ გვიპოვია. პაციენტი ვერ იხსენებს მანქანის ვერც მარკას და ვერც ფერს, მიმდინარეობს მოძიება. როგორც ცნობილია, მატარებელში ყველა მგზავრი პირბადით არის. აქედან გამომდინარე, მთელი ვაგონის იზოლაციაში გადაყვანა, ვფიქრობთ, საჭირო არ იქნება.

 

ამ წუთებშიც მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევები და რამდენიმე ხანში გვეცოდინება ზუსტი ციფრები“, – თქვა ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ.

 

კოვიდინფიცირებული ქალი რუხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

ავტორი:თეა შონია

ავტორი: Prime Time

X