
გურიაში კორონავირისით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი სახოკიას თქმით, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც ეპიდსიტუაცია გართულდა, ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.ინფორმაციას „გურია ნიუსი“ ავრცელებს.
„გუშინ ღამის მონაცემებით, სოფელ შრომაში საერთო ჯამში იყო 500-მდე პირია გატესტილი სწრაფი „პისიარ“ ტესტით. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, რამდენიმე სკოლა გადავიდა ონლაინსწავლების რეჟიმზე, ხოლო საბავშვო ბაღებმა ორი კვირით შეაჩერეს მუშაობა.
ეს ღონისძიებები რაც ტარდება, მოიცავს ორკვირიან პერიოდს, როგორც თერმოსკრინინგის ნაწილი, ასევე სასწავლო პროცესი და ბაღების მზაობა. დამატებით ღონისძიებებს ამ ეტაპისთვის არ განვიხილავთ, ამას გვაჩვენებს ის ეპიდვითარება, რაც გვექნება შემდეგ კვირას და ორი კვირის თავზე. იქიდან მიღებული ანალიზით და ინფორმაციით დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები“, – გიორგი სახოკიამ.






















