19:45 | 2021-09-11 ავტორი: Prime Time

კოვიდის ახალი ე.წ. ეტა ვარიანტი – იაპონიის ჯანდაცვის მინისტრი ახალ შტამზე ინფორმაციას ავრცელებს

კოვიდის ახალი ე.წ. ეტა ვარიანტი – იაპონიის ჯანდაცვის მინისტრი ახალ შტამზე ინფორმაციას ავრცელებს

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მუტირებული, ე.წ. ეტა ვარიანტის 18 შემთხვევა დადასტურდა.

Exclusive: რას ყვება კაცი, რომელსაც ყოფილმა ცოლმა „ქურდებთან“ უჩივლა - დაკითხვის ოქმი
2021-09-11Exclusive: რას ყვება კაცი, რომელსაც ყოფილმა ცოლმა „ქურდებთან“ უჩივლა - დაკითხვის ოქმი

 

„ეტა“ ვარიანტი პირველად ბრიტანეთში გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს ვარიანტი სხვა მუტირებულ ვარიანტებს მარტში დაამატა.

 

არსებული ინფორმაციით, ე.წ. ეტა ვარიანტი დღესდღეობით 70-ზე მეტ ქვეყანაში, ძირითადად ევროპასა და შეერთებულ შტატებში ფიქსირდება.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის მუტირებული ხუთი ვარიანტია დასახელებული. სიაში არსებული „ლამბდა“ ვარიანტი ძირითადად სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული, „მიუ“ ვარიანტი სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში დაფიქსირდა, ხოლო „კაპა“ ვარიანტი პირველად ინდოეთში გამოვლინდა.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X