10:35 | 2021-10-26 ავტორი: Prime Time

კოვიდპასპორტები და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი 70 ევროდ – ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 9 პირი პასუხისგებაში მიეცა

კოვიდპასპორტები და PCR ტესტის უარყოფითი პასუხი 70 ევროდ – ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 9 პირი პასუხისგებაში მიეცა

კოვიდპასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის თბილისსა და იმერეთის რეგიონში პასუხისგებაში მიეცა ცხრა პირი, მათ შორის ერთი დაკავებულია.

 

ბრალდებულები ტურისტულ კომპანიასთან გარიგებით საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის კოვიდპასპორტებს და PCR ტესტის უარყოფით პასუხებს 70 ევროს სანაცვლოდ ამზადებდნენ.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X