10:43 | 2020-11-12 ავტორი: Prime Time

კოვიდპაციენტი, რომელიც ბათუმში საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

კოვიდპაციენტი, რომელიც ბათუმში საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდა, გარდაიცვალა

გუშინ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადავარდნილი 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სისტემა აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსით ამოუწურავი არ არის - გახარია
2020-11-12ჯანდაცვის სისტემა აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსით ამოუწურავი არ არის - გახარია

 

გადმოვარდნის შედეგად მამაკაცმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო და სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

შეგახსენებთ, 73 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი დაახლოებით საღამოს 19.00 საათზე საავადმყოფოს მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა. შემთხვების მიზეზი უცნობია. ის რესპუბლიკური საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში მკურნლობდა.

 

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X