
რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კოვიდპაციენტს სატურაცია ნორმაში აქვს, თუმცა ის რეანიმაციაშია მოთავსებული და სიკვდილს ებრძვის? ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ჰგონიათ, რომ სატურაცია არის მთავარი განმსაზღვრელი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის.
ამ საკითხზე ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ჩავწერეთ.
„სატურაცია საზღვრავს ფილტვის დაზიანების ხარისხს. როდესაც ფილტვში ცუდი მდგომარეობაა, სატურაციაც 99 პროცენტში დაბალია, თუმცა მარტო სატურაცია არ განსაზღვრავს პაციენტის მდგომარეობას, ეს არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რადგან შეიძლება სხვა რაღაცები გაუარესდეს და ეს არ იყოს გაუარესებული.
როდესაც პაციენტი ჟანგბადის აპარატზეა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში სატურაცია ნორმაში იქნება, თუმცა ის ნორმაში ითვლება მაშინ, როდესაც ხელოვნაური ცარევა არ სჭირდება, ანუ დამატებით დასახმარებალდ არაფერს არ აწვდი.
მხოლოდ სატურაციით პაციენტის შეფასება არ ხდება, განსაკუთრებით კი მძიმე პაციენტებში, შეიძლება ბევრი დარღვევა იყოს, მაგალითად გულსისხლძარღვთა, ნევროლოგიური კუთხით და ა.შ.
ასევე არის შემთხვევები, როდესაც სატურაცია არაა დაქვეითებული, მაგრამ სხვა პრობლემები აქვს პაციენტს. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა განიხილონ სხვა კრიტერიუმებთან ერთად“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ალექსანდრე გოგინავამ.
ასევე ნახეთ: ახლა ცუდ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ… – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე
ასევე დაგაინტერესებთ: