
86 წლის იტალიელ პაციენტი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში გასული წლის აპრილში მოხვდა. ქალმა ექიმებს უამბო, რომ მარტში მწვავე კორონალური სინდრომი გადაიტანა. ამ დაავადების დროს გულის კუნთის ბლოკირება ხდება და ის ვეღარ იკვებება.
სტატიის თანახმად, რომელიც სამედინო ჟურნალშიEuropean Journal of Vascular and Endovascular Surgery გამოქვეყნდა, ქალს ორმაგი ანტითრომბოციტარული თერაპია დაუნიშნეს. მაგრამ მოგვიანებით, კორონავირუსის გართულების გამო, მარჯვენა ხელის სამი თითის სისხლით მომარაგება დაირღვა. პროცესი განგრენამდე მივიდა.
გადაწყდა ამპუტაცია და ექიმებმა ამ შემთხვევას კორონავირუსის რთული გამოვლინება უწოდეს.
აღმოჩნდა, რომ ეს პაციენტი ერთადერთი არ ყოფილა, ვისაც კორონავირუსის შემდეგ ამპუტაცია დასჭირდა.






















