19:09 | 2021-09-01 ავტორი: Prime Time

კოვიდვაქცინის ყალბი დოკუმენტი 350 ევროდ – ოთხივე გამყალბებელს პატიმრობა შეეფარდა

კოვიდვაქცინის ყალბი დოკუმენტი 350 ევროდ – ოთხივე გამყალბებელს პატიმრობა შეეფარდა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა.

პრემიერი - უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ადეიშვილს, გომელაური - მერაბიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილი - ახალაიას, მეცნიერი კაცი მიხეილ ჩხენკელი - ნიკა გვარამიას, რომელიც გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტია
2021-09-01პრემიერი - უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ადეიშვილს, გომელაური - მერაბიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილი - ახალაიას, მეცნიერი კაცი მიხეილ ჩხენკელი - ნიკა გვარამიას, რომელიც გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტია

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე 7 პირი 31 აგვისტოს დააკავეს.

 

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირებიდან ოთხმა ბრალდებულმა, 350 ევროს სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, ხოლო სამმა პირმა 400 ლარის სანაცვლოდ შემდგომი გამოყენებისათვის, საქართველოს მოქალაქეს დაუმზადა და გადასცა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის დამადასტურებელი ყალბი საბუთი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

 

ავტორი: Prime Time

X