
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, თბილისში ვიზიტისას, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა. ამის შესსახებ კრამონმა გუშინ, 14 აპრილს “TV პირველის” ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ ვისაუბრეთ მაგრამ არა კონკრეტულ თემებზე. ვისაუბრეთ უფრო ფართე საკითხებზე, თუ რა გეგმები შეიძლება გააჩნდეს [გახარიას], რა წინადადებები, მაგრამ კონკრეტულად არაფერზე გვისაუბრია.
ტელეკომპანიის ეთერში კრამონმა გახარიას მიერ პარტიის შესაძლო დაარსების გეგმებიც შეაფასა:
„თუ ადამიანებს ახალი პარტიის დაარსება სურთ და ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, კრიზისის დასაძლევად, თუ გვაქვს სურვილი უფრო ზომიერი ელექტორატისთვის, უფრო ზომიერი პოზიციებისთვის, პროევროპული პარტიის არსებობისთვის, რატომ არ უნდა მოხდეს ეს? ჩემზე არ არის დამოკიდებული ასეთი კომენტარი, ეს არის ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტი”, – განაცხადა კრამონმა.






















