13:42 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

კრიშტიანუ რონალდუ 2-კვირიან კარანტინს გაივლის

კრიშტიანუ რონალდუ 2-კვირიან კარანტინს გაივლის

ტურინის „იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ 2-კვირიან კარანტინს გაივლის.

 

მას შემდეგ, რაც რონალდუს თანაგუნდელს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა, პორტუგალიელი ფეხბურთელი მშობლიურ მადეირაში გაფრინდა და საკუთარ სახლში 2 კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება.

 

რონალდუს თანაგუნდელს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. რუგანიმ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა რომ თავს კარგად გრძნობს.

 

იტალიაში ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ქვეყანაში გამოცხადებული წითელი ზონის 4 აპრილამდეა შეჩერებული.

ავტორი: Prime Time

X