15:02 | 2020-03-27 ავტორი: Prime Time

კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იყო დამსახურებული – ბოკერია

კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იყო დამსახურებული – ბოკერია

კრიტიკა, რომელიც შეხვდა ამ ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული. კარგი იყო, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა სწრაფადვე აღიარეს ეს მძიმე შეცდომა. ცუდია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო რაღაც შეთქმულებასა და პროვოკაციაზე საუბარი – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

 

„თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო ზუგდიდში გუშინ მომხდარ ინციდენტს. აბსოლუტურად გასაგებია სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან სურვილი, რომ ჩვენს მოქალაქეებს დაეხმარონ, ეს ნორმალური კი არა, საჭიროც არის. ბუნებრივია, ეს დახმარება არ შეიძლება იქცეს საფრთხედ, ამიტომ აბსოლუტურად დაუშვებელია ის, როგორი ფორმითაც ეს ხდებოდა ზუდგიდში. ამიტომ ეს კრიტიკაც, რომელიც შეხვდა ამ ინციდენტს და ამ პოლიტიკურ ჯგუფს, იყო დამსახურებული. კარგი იყო, რომ ამ პოლიტიკური გაერთიანების ადგილობრივმა ლიდერებმა სწრაფადვე აღიარეს ეს მძიმე შეცდომა. ცუდია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფმა ლიდერმა დაიწყო რაღაც შეთქმულებასა და პროვოკაციაზე საუბარი. არ არის შეთქმულების თეორიების გავრცელების დრო, ახლა არის წესების მკაცრად დაცვის დრო. ასევე ცუდია რომ, ეს ინციდენტი სახელისუფლებო პროპაგანდამ და მთავრობამ გამოიყენა და იყენებს კამპანიისთვის ამ პოლიტიკური გუნდის და მთლიანად ოპოზიციის წინააღმდეგ. ესეც ცუდია, ამის დროც არ არის ახლა. რა თქმა უნდა, მკაცრი შეფასების დრო არის. რადგან ეს კამპანია დაიწყეს, ჩავთვალე საჭიროდ საზოგადოებამ იცოდეს, რომ „ევროპულ საქართველოს“ ჰყავს 50 მოხალისე, რომელმაც ლუგარის ლაბორატორიაში მკაცრი ტრენინგი გაიარა და ზედმიწევნით იცავს ამ წესებს. ამის ილუსტრაციას „ფეისბუზეც’ დავდებთ“ – აღნიშნა ბოკერიამ.

 

ზუგდიდის ცენტრში გუშინ 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. ამის მიზეზი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია გახდა, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო, საპატრულო პოლიციამ „ახალი ლიდერების ინიციატივა“ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ პირბადეებს არიგებს - რიგები ზუგდიდის ცენტრში
2020-03-26„ნაციონალური მოძრაობა“ პირბადეებს არიგებს - რიგები ზუგდიდის ცენტრში
 
ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე - ნიკა მელია
2020-03-26ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე - ნიკა მელია
ზუგდიდში ხალხმრავალი შეკრების ორგანიზატორი 15 ათასი ლარით დააჯარიმეს 
2020-03-26ზუგდიდში ხალხმრავალი შეკრების ორგანიზატორი 15 ათასი ლარით დააჯარიმეს 

ავტორი: Prime Time

X