
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კრიტიკოსებს პასუხობს და მიუთითებს სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, 1 თვის თავზე კორონავირუსით უკვე 1400 ადამიანია გარდაცვლილი.
„ერთი თვის წინ დავწერე, თუ ვაქცინაცია არ გავააქტიურეთ, წლის ბოლომდე 2000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე დაიღუპებათქო. კრიტიკის ქარცეცხლი და წყევლა-კრულვა არ დამაკლეს, კიდე ნუ სტრესავ ხალხს, საიდან იცი შენ იუდა, წინასწარ რამდენი მოკვდებაო. 1 თვის თავზე 1400 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი თქვენს თავში ჩამახედა, რა ხდება?! აიცერით!“, – წერს კულუმბეგოვი.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















