
კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ეს თანხა სხვადასხვა სფეროზე იქნება გადანაწილებული.
კერძოდ,
1 მილიარდ 35 მილიონი ლარი გამოყოფილი იქნება მოქალაქეებზე ზრუნვისთვის;
2 მილიარდ 110 მილიონი გამოყოფილი იქნება ეკონომიკისთვის;
350 მილიონი ჯანდაცვის სფეროსთვის.
ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს.























