21:26 | 2021-10-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ცნობილია

კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები ცნობილია

კრწანისის მე-5 საარჩევნო უბანზე, სადაც ექსპერიმენტის სახით, ხმის მიცემა ელექტრონულად მიმდინარეობდა, უბნის დახურვის შემდეგ კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდა.

 

როგორც კრწანისის ოლქის მე-5 საარჩევნო უბნის თავმჯდომარე ცირა ბარამიძემ აღნიშნა, უბანზე რეგისტრირებულია 1 218 ამომრჩეველი, საიდანაც 548 მოქალაქემ დააფიქსირა საკუთარი არჩევანი.

 

„პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: კახა კალაძე – 253 ხმა; ნიკა მელია – 167; გიორგი გახარია – 44; ანა დოლიძე – 29; ანა ბიბილაშვილი 16“, – აღნიშნა ცირა ბარამიძემ.

 

მისივე თქმით, მიუხედავად სიახლისა, ამომრჩევლებმა კარგად გაართვეს თავი, ექსცესი არ დაფიქსირებულა.

 

„რეგისტრატორები ყოველ ორ საათში ითვლიდნენ ამომრჩეველთა ამომრჩევლების ხმებს. ბალანსი სრულად გაქვს“, – განაცხადა ცირა ბარამიძემ.

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X