
ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მმართველ პარტიას ყოველგვარი მორიდების გარეშე სასამართლოს საქმეებში ჩარევა მოსთხოვა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიციას დაბალი მხარდაჭერა აშფოთებს.
„ოპოზიციას აშფოთებს მოსახლეობის უკიდურესად დაბალი მხარდაჭერა, აშინებს მოახლოებული არჩევნები და კვლავაც რადიკალურ სცენარზე ფიქრს ამჯობინებს, რისთვისაც გარკვეული საგარეო მხარდაჭერის მობილიზებას ცდილობს.
თუმცა, ეს რადიკალური სცენარი და მისი ნებისმიერი საგარეო მხარდაჭერა, კიდევ ერთი წარუმატებლობისთვის არის განწირული.
ამის დასტურია ქართული საზოგადოების ადეკვატური რეაქცია ევროპარლამენტარს ანდრიუს კუბილიუსის წერილზე, რომელმაც მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში პირდაპირ ჩარევა ყოველგვარი მორიდების გარეშე მოსთხოვა.
სამწუხაროდ, ამგვარი დამოკიდებულება შეურაცხყოფს იმ მაღალ მხარდაჭერას რომლითაც ქართული საზოგადოება დასავლური ინტეგრაციის მიმართ გამოირჩევა“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.






















