20:05 | 2020-09-12 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კუკარაჩას ცნობილი ფიცი, რომელიც კახა კუკავამ არჩევნებთან დაკავშირებით გაიხსენა

კუკარაჩას ცნობილი ფიცი, რომელიც კახა კუკავამ არჩევნებთან დაკავშირებით გაიხსენა

კახა კუკავას პარტია „თავისუფალი საქართველო“ პარტიების ქცევის კოდექსს ხელს მოაწერს, თუმცა ის იქვე აღნიშნავს, რომ არჩევნებზე მისი მხრიდან დარღვევები არ იქნება.

 

VIDEO: გუგავა VS კუკავა - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში
2020-09-10VIDEO: გუგავა VS კუკავა - დაპირისპირება პირდაპირ ეთერში

 

„რაზეც იქნება ოპოზიციური კონსენსუსი, ჩვენ შევუერთდებით ნებისმიერ დოკუმენტს და გასაგებია, რომ ეს ქცევის კოდექსი ძალიან სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მე პირადად მგონია, რომ ვიღაცას გრანტი აქვს უბრალოდ აღებული და ის ფული რომ შეჭამოს, იმიტომ გვაწერინებს ამ ქცევის კოდექსზე ხელს.

 

რამდენ კოდექსზეც მე ხელი მაქვს მოწერილი ამ საარჩევნო კამპანიების დროს, არ მახსოვს, რომ როდესმე ამას რაიმე რეალური დატვირთვა ჰქონოდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ, როგორც კუკარაჩაშია:

 

დედას ვფიცავარ, მამას ვფიცავარ და ყველაფერს ვფიცავარ, რომ არჩევნებზე რაიმე ტიპის დარღვევას ჩვენ ჩვენი მხრიდან არ ჩავიდენთ. ეთიკის კოდექსს, როგორც ვიცი პოლიტიკური პარტიების კონსენსუსის საფუძველზეა შემუშავებული, „თავისუფალი საქართველოც“ შეუერთდება“, – განაცხადა კახა კუკავამ.

 

შეგახსენებთ, ცესკო-მ პარტიებისთვის ქცევის კოდექსი შეიმუშავა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X