17:37 | 2020-12-11 ავტორი: Prime Time

კუნთის თვისებაა, რომ დაიღალოს – ლადო კახაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

კუნთის თვისებაა, რომ დაიღალოს – ლადო კახაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

„კუნთის თვისებაა დაიღალოს და ამუშავდეს” – ასე შეაფასა უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიერ ოთხჯერ გაკეთებული განცხადება, რომ ის დაიღალა.

 

მისი თქმით, ადამიანი როცა მუშაობს, იღლება.

 

„კუნთის თვისებაა დაიღალოს და ამუშავდეს. ადამიანი როცა მუშაობს, იღლება. პრეზიდენტის განცხადება ალბათ ამას გულისხმობდა, რომ 30 წელია ჩვენი ქვეყანა ინრძვის, იღვწის, მიდის დემოკრატიისა და ევროკავშირის გზაზე. გარკვეულ წილად ზოგჯერ არის წინააღმდეგობრივი ურთიერთობა არასწორად მოფიქრალი ოპოზიციის, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს, მოდით ასე დავარქვათ, კუნთის გადაძაბვა,”-განაცხადა ლადო კახაძემ.

ავტორი: Prime Time

X