14:30 | 2020-05-20 ავტორი: თამთა თორდია

ყუნწიანმა მარწყვმა შესაძლოა სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს! – მაია ბუწაშვილის გაფრთხილება

ყუნწიანმა მარწყვმა შესაძლოა სერიოზული დაავადებები გამოიწვიოს! – მაია ბუწაშვილის გაფრთხილება

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოქალაქეებს იმ საშიშროებაზე აფრთხილებს, რაც შეიძლება, ტორტით მარწყვის მორთვას მოჰყვეს.

 

„წლებია, მაწუხებს ყუნწიანი მარწყვების ნახვა კრემიან ტორტებზე. შეუძლებელია, მარწყვი ყუნწის მოცილების გარეშე ადეკვატურად გაირეცხოს.

 

აღარაფერს ვამბობ ბაქტერიებზე, რომლებსაც დიდი შანსი აქვთ იქ არსებობისა, ყუნწის მოცილებისას ხილული ჭუჭყიც შეიმჩნევა ხოლმე.

 

ახლა, რა თქმა უნდა, კორონავირუსის კონტექსტში არ ვწერ ამას, ჩვეულებრივ ბაქტერიებს ვგულისხმობ, რომლებიც ადვილად აინფიცირებს ადამიანს, თუ ხილი და ბოსტნეული კარგად არ არის გარეცხილი გამდინარე წყლით.

 

ასევე, ადვილად მრავლდება ბაქტერიები კრემში და სერიოზულ დაავადებებს იწვევს (საკვებისმიერი ინფექციები).

 

არაერთხელ გამიგია, რომ ადამიანი მარწყვმა „მოწამლა”. ასევე, ხშირია კრემიანი ნამცხვრებით „მოწამვლის” შემთხვევებიც.

 

მოკლედ, განსაკუთრებით ამ ეპოქაში, როდესაც ადამიანებმა ისეთი უცნაური და არასაჭირო ქცევა დაიწყეს, როგორიცაა პროდუქტების შეფუთვების დეზინფექცია და ხილის და ბოსტნეული საპნით რეცხვა, ყუნწიანი (ანუ, ფაქტობრივად, ცუდად გარეცხილი) მარწყვი თავმომწონე ტორტზე კიდევ უფრო გასაკვირია“, – წერს ინფექციონისტი საკუთარ Facebook გვერდზე.

 

დაგაინტერესებთ: კორონავირუსმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუარესოს ადამიანთა ჯანმრთელობა! – მაია ბუწაშვილი

 

რა არის კავასაკის სინდრომი, რომელიც მშობლებში შიშს და პანიკას იწვევს
2020-05-15რა არის კავასაკის სინდრომი, რომელიც მშობლებში შიშს და პანიკას იწვევს
ავტორი: თამთა თორდია

X