
ყველაზე პოპულარული ძაღლი „კუპატა“, რომელიც საზოგადოებამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო, როცა სკოლისკენ მიმავალ ბავშვებს ზებრაზე აცილებდა, კვლავ გამოჩნდა და ძველ „სამსახურს“ დაუბრუნდა.
ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
„კუპატა“ მას შემდეგ გახდა პოპულარული, როცა ბათუმელმა ბექა ცინაძემ გადაიღო ვიდეო, თუ როგორ ეხმარება ძაღლი ბავშვებს ზებრის გადაკვეთაში და უყეფს კანონდამრღვევ მძღოლებს. ვიდეომ მალევე მიიქცია როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო მედიის ყურადღება.























