
კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარედ რაც გუშინ ხდებოდა, ეს იყო ძალიან საგანგაშო და ცუდი, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო ძალიან საგანგაშო და ცუდი, რაც ხდებოდა კუს ტბის და ლისი ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს არის ძალიან საშიში.
შესაბამისად, გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალი ადგილებზე მისვლისგან.
კორონავირუსის ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს. აქ მთავარია კონსოლიდაცია ადამიანების, თვითშეგნება და მხარდაჭერა“,- განაცხადა კახა კალაძემ.
!!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:
24 მარტის მონაცენებით, საქართველოში ინფიცირებულია 67 ადამიანი.
საქართველოში დაინფიცირების პირველი შემთხვევიოდან დღემდე , განკურნებულია 9 პაციენტი
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა.
საგანგებო ღონისძიება უკავშირდება შუახნის ქალს, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი 21 მარტს დაუდგინეს. ის მძიმე კლინუკური დიაგნოზით თბილისშია გადმოყვანილი.






















