
„მიუხედავად ჩემი უდიდესი პატივისცემისა ამ ორი ფეხბურთელის მიმართ, მაინც ვიტყვი რო კვარაცხელიათი და შენგელიათი არ შემოიფარგლება ეროვნული ნაკრები და ხალხს ვთხოვ მოვრჩეთ ამ თემას“,- ამის შესახებ ეროვნული ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი, ლადო ბურდული სოციალურ ქსელში წერს. ის ჩრდ. მაკედონიასთან მატჩის წინ ნაკრების ორი ფეხბურთელის კორონავირუსით ინფიცირების ფაქტს ეხმაურება.
ლადო ბურდული გულშემატკივრებს მოუწოდებს ხვალინდელი თამაშისთვის ფეხბურთელებს დადებითი აურა გადასცენ, რადგან ხვალინდელი მატჩით საფეხბურთო ისტორია გადაიწერება.
„… ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ფეხბურთელები და გუნდი. ერთი ფეხბურთელი ვერ იგებს და ვერ აგებს თამაშს! ამიტომ დავხუროთ ეგ თემა და გულშემატკივრებმა ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვინც ხვალ გამოვა სათამაშოდ, მთელი საქართველოს დადებითი აურა და ემოცია მათ გადავცეთ! უნდა დავდგეთ ერთად როგორც არასდროს ხვალ საქართველოს საფეხბურთო ისტორია გადაიწერება! მე მჯერა ჩვენი ბიჭების! მე ვლოცულობ ჩვენი გუნდის გამარჯვებისთვის“,- წერს ლადო ბურდული სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ორ ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდა.
COVID19-ის ტესტის პასუხი ცნობილი ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიული და ერთა ლიგის გათამაშების დასკვნით მატჩამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი.























