
ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. ჯერჯერობით, მომხდარზე განცხადება შსს-ს არ გაუვრცელებია.
თავდამსხმელი ბანკში დაახლოებით 15:00 საათზე შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ყველა მძევალი უკვე თავისუფალი იყო და შენობაში მხოლოდ თავდამსხმელი რჩებოდა.
ნახეთ სხვა სიახლეები ⇓
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















