
ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის დაინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია, ხოლო მათან კონტაქტში მყოფ პირებს, კორონავირუსი არ უდასტურდებათ. ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის კახეთის რეგიონული განყოფილების უფროსმა განაცხადა.
„გუშინ გაგზავნილი 40 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია.
საერთო ჯამში, ექიმთან კონტაქტში მყოფ 147 მოქალაქიდან 102-ის ნიმუშია გამოკვლეული და covid-19 არცერთი დადებითი არ არის. მათგან 67 მედპერსონალია“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
დღეს, ლუგარის ლაბორატორიაში, სასწრაფოს ექიმთან კონტაქტში მყოფი, კიდევ 45 პირის ბიოლოგიური ნიმუში გაიგზავნება.
რაც შეეხება, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაინფიცირებული ექთნის კონტაქტებს:
სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრებi ოთხი პირის ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში, დღეს გაიგზავნება.
შეგახსენებთ, კახეთში, კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























