
ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ყვარლის შემთხვევასა და რეგიონში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთში და დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილება, დღეს ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
კახეთი კორონავირუსის რუკაზე კვლავ ე.წ მწვანე ზონად რჩება.
შეგახსენებთ, ექიმის დაინფიცირების შესახებ, პირველად 2 მაისს გახდა ცნობილი. შემდგომ ჩატარებული ორი კვლევით, მას ვირუსი არ დაუდასტურდა.






















