
ყვარლის სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ექიმი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას, დღეს დატოვებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ექიმს დამატებით ორი კვლევა ჩაუტარდა.
„მედიკოსს PCR-ის პირველი ტესტირებით კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო დანარჩენი ორი კვლევის მიხედვით მას კოვიდ 19 არ აქვს. ახლა იკვლევენ, სხვა კორონავირუსზე, რადგან PCR-ის პირველმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
ის კლინიკას დღეს დატოვებს და საკარანტინო სივრცეში გადავა. დარჩება თუ არა ის კარანტინში იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება ჩაღრმავებული კვლევის პასუხი“,- განაცხადა ხიზანიშვილმა.
კახეთში ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი ფაქტი არ ფიქსირდება.
შეგახსენებთ, კახეთში კორონავირუსის პირველი ფაქტის შესახებ 2 მაისს გახდა ცნობილი. ამ შემთხვევაზე დაყრდნობით გამოკვლეულ 147 პირსაც ვირუსი არ დაუდასტურდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























