11:11 | 2021-03-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ყვავილი რომ იყოთ, უდაოდ, ლურჯი ვარდი იქნებოდით – გახარიას „დაბრუნებით“ გახარებულები სოციალურ ქსელში აქტიურობენ

ყვავილი რომ იყოთ, უდაოდ, ლურჯი ვარდი იქნებოდით – გახარიას „დაბრუნებით“ გახარებულები სოციალურ ქსელში აქტიურობენ

„არსად წასვლას არ ვაპირებ, არც პოლიტიკიდან“ – ესაა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველი განცხადება, რომელსაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

ფოტოს, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა, 57 000-ზე მეტი მოწონება და 7200-ზე მეტი კომენატრი აქვს.

 

 

გთავაზობთ, მოქალაქეების იმ კომენტარებს, რომლებმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა:

 

„მოდი, მოდი. კომენდანტი შენი მოსახსნელი ყოფილა“

„ამ განაცხადს ველოდით! თქვენთან ვართ“

 

„კელი დეგნანი ფონად. რესპექტები, ფოტო ვინც შეარჩია“

 

„იმედს ვიტოვებ, არც ერთ ფანჩატურელს არ ვნახავ თქვენს გუნდში“

 

„არც გაქვთ არსად წასვლის უფლება ბატონო გიორგი, რადგან ხალხს გვჭირდებით!“

 

„საინტერესოა მოხსნის ეს ფოტო, წინა ფოტოს რეკორდს, რამდენჯერაც ვცდილობ პოსტის დაწერას, განახლებას მოწონება ემატება წამებში“

 

 

„ბატონო პრემიერო, ყვავილი რომ იყოთ, უდაოდ, ლურჯი ვარდი იქნებოდით“

 

 

რაც შეეხება საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ სახეებს, განსხვავებით, გახარიას თანამდებობიდან წასვლისას, გამოხმაურებების თვალსაზრისით დიდი აქტიურობა არ შეინიშნება.

 

May be an image of 2 people, people standing, suit and outdoors

 

ცნობისთვის, ექს-პრემიერმა დაკავებული თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა, ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

გუშინ ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს არის ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს ქართულ კანონმდებლობას. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა ჩვენს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.

 

 

დღეს, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია, განვითარებისა და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების, მომავლის რისკებს ქმნის, მაშინ, როდესაც ჩვენ, ყველანი, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონულ გამოწვევებს და რაც მთავარია, ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი, მიუხედავად პოლიტიკური მიზანშეწონილობისა ან ორიენტაციისა, თითოეული ჩვენი მოქალაქის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ქვეყნის მომავლის ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

18 თებერვლის შემდეგ გახარიამ მედიასთან გუშინ, 22 მარტს პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში რჩება.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ,“ – ამბობს გიორგი გახარია.

 

 

მოგვიანებით, ექს-პრემიერის კიდევ ერთი განცხადება ამჯერად, Twitter-ზე გამოქვეყნდა.

 

„დღეს მე განვაცხადე, რომ პოლიტიკაში ვრჩები. ახლა ვმუშაობ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება, – დაწერა გახარიამ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X