
ყველა ანტივაქსერი იდიოტია და არაფერში მჭირდება, – ამის შესახებ „ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თანამშრომელს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება, სამსახურში არ გააჩერებს.
„ხო მართლა, ჩემს კუთვნილ ორგანიზაციებში, ვინც არ აიცრება, ის ვერ გაჩერდება – ცხადია ჩინურით აცრას არავის ვთხოვ, მაგრამ პფაიზერი, ჯონსონი და დასავლური აცრები რომ შემოვა, ტაბულას და ამომრჩეველთა საზოგადოების თანამშრომლები აუცილებლად აიცრებიან.
უპასუხისმგებლო ანტივაქსერებს არ ვქირაობ – ყველა ანტივაქსერი იდიოტია და არაფერში მჭირდება.
(ცხადია ჩემები არაფერ შუაში არიან, იცრებიან – ეგებ სხვა ორგანიზაციებმაც იგივე ქნან, იმიტომ ვწერ).”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ასევე ნახეთ: რა დაავადებებს შველის კიტრის მწარე დაბოლოება – მოვუსმინოთ გიორგი ღოღობერიძეს (ვიდეო)






















