12:00 | 2021-07-06 ავტორი: Prime Time

ყველა დაისჯება! – პრემიერის პირველი კომენტარი ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე

ყველა დაისჯება! – პრემიერის პირველი კომენტარი ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოძალადეების მიერ ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა.

 

როგორც პრემიერი ამბობს, ყველა პირი იდენტიფიცირებული იქნება და დაისჯება.

 

„ჟურნალისტებზე ძალადობა არის მიუღებელი და დასაგმობი. პოლიცია მუშაობს აქტიურად. დღეს უკვე სამი პირი დააკავეს. ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და ყველა იქნება დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ცნობისთვის, აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.

 

მოძალადეებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ და „თბილისის პრაიდის“ ოფისიც. პრემიერმა განაცხადა, რომ  “მიზანშეუწონელია” “ღირსების მარშის” გამართვა. ამასთან, სამოქალაქო აქტივისტვი, გიგა მაქარაშილი აცხადებს, რომ ღირსების მარში მაინც ჩატარდება.

 

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X