
„ჯამურად, ველოდებით 3,2 მილიონ დოზა ვაქცინას. საქართველოში Pfizer-ის მილიონი დოზა შემოვა. ეს 500 ათასი ადამიანის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი. საქართველოს ყველა მოქალაქე ვერ აიცრება Pfizer-ის ვაქცინით”,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
“მკვეთრად გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მკვეთრად გაუარესებული ინფიცირების მაჩვენებელი არჩევანს არ გვიტოვებს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მირჩევნია გავჩერდე და Pfizer-ის ვაქცინა შემოვა დამატებით ქვეყანაში და ავიცრები. საუბარია იმაზე, რომ ყველა დაკარგული დღე არის ინფიცირების გაზრდილი რისკი. უნდა დავრეგისტრირდეთ იმ ვაქცინაზე, რომელიც ხელმისაწვდომია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.
ასევე დაგაინტერესებთ ⇓






















