16:01 | 2020-11-09 ავტორი: თეონა ყაჭიური

ყველა დანარჩენ წამყვან ქვეყანაზე მეტია კოვიდისთვის მობილიზებული საწოლები საქართველოში – თენგიზ ცერცვაძე

ყველა დანარჩენ წამყვან ქვეყანაზე მეტია კოვიდისთვის მობილიზებული საწოლები საქართველოში – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი პაციენტია საავადმყოფოში მოთავსებული, ვიდრე ეს სხვა წამყვან სახელმწიფოებში ხდება. ამის შესახებ ინფექციონისტმა „იმედის დღის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

კედლები და საწოლები არაფერს წყვეტს, საჭიროა კიდევ პერსონალი - პაატა იმნაძე
2020-11-09კედლები და საწოლები არაფერს წყვეტს, საჭიროა კიდევ პერსონალი - პაატა იმნაძე

 

„ყველა დანარჩენ წამყვან ქვეყანაზე მეტია კოვიდისთვის მობილიზებული საწოლები საქართველოში. საქართველოში გვყავს 15 ათასზე მეტი აქტიური ინფიცირებული და ჰოსპიტალიზებულეია 4 600-მდე პაციენტზე. ანუ, ყველა ინფიცირებული პაციენტის 30-31% ჰოსპიტალიზებულია. დანარჩენები მკურნალობენ სასტუმროში ან ბინაზე. წამყვანი ქვეყნების საერთაშორისო მაჩვენებლებით, როგორებიც არის ესპანეთი, საფრანგეთი, ამერიკა, თუნდაც გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, ჰოსპიტალიზაციის პროცენტი იქ არ აღემატება 20%-ს. ჩვეულებრივ არის 15-20%“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X